2016-02-09

აბიტურიენტთა რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით იწარმოებს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 9 თებერვლის 10:00 საათიდან 15 მარტის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.

აბიტურიენტთათვის განკუთვნილი ცნობარი დაიბეჭდება გაზეთში "ახალი განათლება".